110 და 111 – რონალდუმ რეკორდი დაამყარა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, პორტუგალიის ნაკრებმა ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პორტუგალიელები 0:1-ს აგებდნენ, კრიშტიანუ რონალდუმ კი 89-ე და 96-ე წუთებზე 2 ბურთი შეაგდო.

ეს გოლები განსაკუთრებული იყო კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომელმაც მორიგი რეკორდი დაამყარა. რონალდუმ სანაკრებო დონეზე 110-ე და 111-ე გოლი გაიტანა, რითიც ირანელ ალი დაეის გადაასწრო. ფეხბურთის ისტორიაში ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი გოლის ავტორი სწორედ კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, თუმცა პენალტი გააცუდა.

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე მან ეროვნულ გუნდში 181 მატჩი ჩაატარა და 111 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ნაკრებთან ერთად 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *