111-დან 67 მილიონამდე – ლივერპულმა თავდამსხმელი დაიმატა

გარიგება შედგა, ლივერპულმა პორტუს აწ. უკვე ყოფილი თავდამსხმელი ლუის დიას მარულანდა დაიმატა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის ფასი 111 მილიონი ევრო იყო, თუმცა მერსისაიდელებმა პორტუგალიელებს თანხა 67 მილიონამდე დააწევინეს.

მარალუნდა 25 წლის გახლავთ, იგი კოლუმბიელია და კარიერაც სამშობლოში დაიწყო. პორტუს ღირსებას იგი 2019 წლის ზაფხულიდან იცავდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. მარალუნდას კოლუმბიის ნაკრებში 32 მატჩი და 7 გოლი აქვს.

ლივერპული პრემიერლიგაში 48 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ მანჩესტერ სიტის 9 ქულით ჩამორჩება. მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ინტერს შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published.