იტალიური სერია A-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა: თუ გუნდში 13 ფეხბურთელი მაინც მოგროვდება და მათ შორის ერთი მეკარე მაინც არის, უნდა ითამაშოს! თუ არადა, ტექნიკური წაგება ჩაეთვლება – 0:3…
ეს ბოლომდე არ დამტკიცებულა, მაგრამ იტალიურ საიტებზე წერენ, რომ დღეს ოფიციალურად გამოაცხადებენ. იტალიის ჯანდაცვის ორგანოებმა სიფრთხილისკენ მოუწოდეს ფეხბურთელებს და რამდენიმე გუნდი კარანტინში წავიდა. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს ტურში ჩასატარებელი 4 მატჩი გადაიდო: ატალანტა-ტორინო, ფიორენტინა-უდინეზე, სალერნიტანა-ვენეცია და ბოლონია-ინტერი.
მიუხედავად ჯანდაცვის ორგანოების გაფრთხილებისა, სერია A-ს ხელმძღვანელობა მთავრობისგან იტოვებს უფლებას, რომ ეს აკრძალვები დააიგნოროს. მე-20 ტურის 6 შეხვედრა უნდა გაიმართოს და როგორც უკვე დავწერეთ, თუ გუნდები არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდებიან, 0:3 ჩაეთვლებათ. ან ახლა თუ არა, შესაძლოა, ეს მომდევნო ტურიდან შევიდეს ძალაში.