13 წლის რომ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი ხარ! ეს ქალთა შორის სკეიტბორდინგში. ასეთი ახალგაზრდული კვარცხლბეკი ოლიმპიადის ისტორიას არ ახსოვს… სამი მედალოსნის საშუალო ასაკი იყო 14 წელი და 191 დღე.
ოქროს მედალი კი აიღო 13 წლის იაპონელმა მომიძი ნისიამ… მეორეზე გავიდა ასევე 13 წლის ბრაზილიელი რაისა ლილი, მესამეზე – 16 წლის იაპონელი ფუნა ნაკაიამა.
მომიძი ნისია 13 წლისა და 330 დღისაა. ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი კი ამერიკელი წყალში მხტომელი მარჯორი გესტრინგი გახლდათ. ბერლინის ოლიმპიადაზე (1936) ის 13 წლისა და 268 დღის იყო.