ქართული პროფესიული ფრანჩაიზი შავი ლომი, შაბათს, სოჭში რაგბი ევროპის სუპერთასზე მორიგ მატჩს გამართავს. მეტოქე რუსეთის ჩემპიონი კარასნიარსკის ენისეია. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისშვილმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ტურინირი ორი დებიუტანტი შეიყვანა. შერკინების ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება. მესამეხაზელი ისებ გუშარაშვილი კი, სათადარიგოთა შორის დაიკავებს ადგილს.
ლევან მაისაშვილი, შავი ლომის მთავარი მწვრთნელი:
“ხატიაშვილი და გუშარაშვილი ძალიან კარგად ემზადებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანს გაუმიზეზდა ძველი ტრავმა და პირველ თამაშებში გუნდის დახმარება ამის გამო ვერ შეძლეს. ახლა ორივე მწყობრშია და, იმედს ვიტოვებ, რომ ისინი გუნდს სარგებლობას მოუტანენ.
სამწუხაროდ, ვარჯიშზე კუნთი გაიჭიმა და გამოგვაკლდა ნიკო აფციაური. არის პატარ-პატარა ტრავმებიც. თუმცა, გუნდი კარგადაა მომზადებული და საბრძოლო განწყობით ხვდება მატჩს”.
საბრძოლო რაზმი დაასახელა ენისეის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმაც. რუსულ გუნდში ძირითად შემადგენლობაში შვიდი ლეგიონერია. მათ შორის ერთ-ერთი ქართველი გარემარბი დავით მესხიცაა.
ენისეის, ახლა, 11 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. შავი ლომი მას ერთი ქულით ჩამორჩება. თუმცა, ერთი მატჩი თადარიგში აქვს.
შეგახსენებთ, რომ მატჩში სოჭში თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება.
შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;
1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.
16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.