დავით ნინიაშვილი მირორის ყურადღების ცენტრში მოექცა

Davit NINIASHVILI of Lyon Olympique Universitaire (LOU) and Matteo RODOR of Union Sportive Arlequins Perpignanais (USAP) during the Top 14 match between Lyon and Perpignan at MATMUT Stadium on September 18, 2021 in Lyon, France. (Photo by Hugo Pfeiffer/Icon Sport via Getty Images)

მომავალ უქმეებზე ნოემბრის ტესტები იწყება, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები ჩაებმებიან. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული გუნდიც, რომელიც საფრანგეთისა და ფიჯის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

ბირტანულმა გამოცემა Mirror-მა იმ ხალგაზრდა მორაგბეების ათეული გამოაქვეყნა, რომლებზეც ქომაგებს განსაკუთრებით დაკვირვებას ურჩევს. ამ მოთამაშეებს შორის დასახელდა ფრანგული ლიონისა და საქართველოს ნაკრების ფულბეკი დავით ნინიაშვილი. აი, რას წერს მასზე მირორი:

“უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი იმედისმომცემი და ნიჭიერი მორაგბე გამოჩნდა. დავით ნინიაშვილი ერთ-ერთი მათგანია. მას შეუძლია საქართველოს სარაგბო პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

მსოფლიომ 19 წლის მორაგბის თამაშის ხარისხი ნიდერლანდებთან გამართული მატჩის დროს იხილა, როდესაც ნინიაშვილმა ჰეთ თრიკი შეასრულა. ტოპ 14-ის გულშემატკივრებმა ნინიაშვილის ტალანტი “ლიონში” გადასვლის შემდეგ აღმოაჩინეს. ნინიაშვილი ფიზიკურად ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, მაგრამ პოზიციის შერჩევა, თავდაჯერებულობა და მაღალი ბურთისთვის ბრძოლის უნარი საქართველოს საფრანგეთთან და ფიჯისთან თამაშისას ძალიან დაეხმარება.”

Mirror-ის 10 რჩეული: რაფი ქირკი (ინგლისი, სეილ შარკსი), ჯოშ ლორდი (ახალი ზელანდია, ჩიფსი), კრისტი ჩიუნზა (უელსი, ექსეტერი), ჯორდან პეტაია (ავსტრალია, რედსი), დავით ნინიაშვილი (საქართველო, ლიონი), რორი დარჯი (შოტლანდია, გლაზგო), მატეო კარერასი (არგენტინა, ნიუკასლი), ტანი ვილი (საფრანგეთი, კლერმონი), ჯანმარკო ლუკეზი (იტალია, ბენეტონი), ჯეიმი დობი (შოტლანდია, გლაზგო)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *