133 კმ – ვინ ირბინა ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი?

ჩემპიონთა ლიგის 2012-22 წლების გათამაშებაში ყველაზე მეტი ვინიციუს ჯუნიორმა ირბინა. სეზონის განმავლობაში ბრაზილიელმა 133 კმ დაფარა. მონაცემები უეფას ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. მეორე ადგილზე 2-3 ადგილებს 130.0-130.9 კმ-ით ვილიარეალის ფეხბურთელები კაპუ და დანი პარეხო იყოფენ, მეოთხეზე 124.5 კმ-ით ლუკა მოდრიჩია, ხუთეულს კი პაუ ტორესი ასრულებს, რომელმაც 124.2 კმ დაფარა.

ვინიციუს ჯუნიორს ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა. ბრაზილიელმა 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მან ერთი ბურთი ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეაგდო, სადაც რეალმა ლივერპული 1:0 დაამარცხა.

რაც შეეხება სამეფო გუნდს, ბლანკოსმა ლიგა მეთოთხმეტედ მოიგო. რეალს შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა, ანჩელოტის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ლა ლიგაც მოიგეს.

Leave a comment

Your email address will not be published.