სტეფ კარი NBA-ს ისტორიაში შევიდა

“გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი NBA-ს ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მატჩში 50 ქულა ჩააგდო და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.

“ვორიორზის” 33 წლის გამთამაშებელმა დაამხო ლეგენდარული ვილტ ჩემბერლენის რეკორდი, რომელმაც 1968 წელს, 31 წლის ასაკში NBA-ს მატჩში 53 ქულა, 32 მოხსნა და 14 პასი შეასრულა.

ორშაბათს, “ატლანტასთან” მოგებულ მატჩში (127:113) სტეფის ანგარიშზე 50 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა იყო. “გოლდენ სტეიტის” ლიდერმა კარიერაში მეათედ აიღო მატჩში 50 ან მეტი ქულა და ამ შედეგით ქარიმ აბდულ-ჯაბარს გაუთანაბრდა, რომელიც NBA-ს ისტორიაში ამ მაჩვენებლით მეათე ადგილს იკავებს.

“ვორიორზის” ფრენჩაიზ ისტორიაში სტეფი გახდა მესამე კალათბურთელი, რომელმაც ერთ მატჩში 50 ქულა და 10 პასი შეასრულა, გაიმეორა რა რიკ ბერის და უილტ ჩემბერლენის შედეგი.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *