15 წელი არველაძის შედევრიდან – სუპერგოლი და გაოგნებული ვან გაალი (ვიდეო)

ზუსტად 15 წლის წინ, 2007 წლის 27 იანვარს შოთა არველაძემ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. აზ ალკმაარი, რომლის ღირსებასაც იმ დროს ქართველი ფორვარდი იცავდა, როტერდამის სპარტას ხვდებოდა და შოთამ თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა.

არველაძე ამჟამად მწვრთნელია და თითქმის გადაწყვეტილია, იგი მალე ჰალ სიტის ჩაიბარებს. 48 წლის სპეციალისტი ბოლოს უზბეკურ ფახთაქორში მუშაობდა, სადაც 2-ჯერ ჩემპიონი გახდა, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე 26 გოლით საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *