15 წლის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელის დებიუტი FIFA 21-ში წელს შედგება

ფიფა სათამაშო კონსოლების სიმულატორებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ვიდეოთამაშია. მის მოყვარულებს თამაშის განახლებაში საინტერესო სიახლე შეხვდებათ. საუბარია მაღალი მონაცემებისა და შესაძლებლობების მქონე მოთამაშეზე – კაიან პრინსი მალე ვიდეოთამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი 15 წლის წინ, 2006 წელს გარდაიცვალა, ის ერთ-ერთ იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა, გასაოცარი საფეხბურთო ტექნიკითა და შესაძლებლობებით, თუმცა სკოლის ეზოში მომხდარი გარჩევის დროს, გაშველების მცდელობა ფატალურად დასრულდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

ამ ფაქტის შემდეგ კაიანის მამამ ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც ცდილობს, ამ კუთხით დანაშაულის რაოდენობის შემცირების მიზნით, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები და აქტივობები გამართოს.

 

თამაშის შემქმნელებმა რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ კაიანის ფოტორობოტი შექმნეს, რომელიც მისი ბოლო და ბავშვობის ფოტოების ერთგვარი შერწყმაა. დღევანდელი ასაკის გათვალისწინებით, ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ასეთი ვიზუალის იქნებოდა. მას თამაშში ზუსტად ასეთივე სახე და აღნაგობა ექნება. EA Games-ის შემოქმედებითი ჯგუფი დეტალების მაქსიმალიზაციისა და რეალობასთან მიახლოებისთვის, აღნიშნულ დეტალებზე ოჯახის წევებთან ერთად მუშაობდა.

 

ფეხბურთელს საკუთარი პატარა ვიდეოამბავიც თან ერთვის, რომელიც სპეციალურად მის ხსოვნას ეძღვნება. Ultimete Team-ის მომხმარებლები პრინსით ასპარეზობით მის სახელს მთელ მსოფლიოს გააცნობენ. კაიანის მამის განცხადებით, ეს ფონდს ცნობადობის ზრდასა და მეტი კეთილი საქმის კეთებაში უზომოდ დაეხმარება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *