150 მილიონი ბექემს

დევიდ ბექემი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სახე გახდება და ამაში 150 მილიონ გირვანქას მიიღებს. თუმცა, ეს თანხა არა მხოლოდ მონდიალს, არამედ ათი წლის განმავლობაში ყატარული ტურიზმისა და კულტურის რეკლამირებასაც გულისხმობს.

David Beckham 'agrees £150million deal with Qatar' that will see him be the  face of 2022 World Cup - HCA Barbieri News

ამ სიახლემ გარკვეულ წრეებში კრიტიკის ტალღა გამოიწვია. იმიტომ, რომ ყატარს მაინცდამაინც კარგი სახელი არ აქვს ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით გეებისა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. დევიდს ორმაგ სტანდარტებში დასდეს ბრალი.

ბექემის ყატართან კავშირი არახალია. 2013 წელს ის პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავდა და კლუბის ყატარელ პრეზიდენტ ალ-ხელაიფის დაუმეგობრდა. შემდეგაც არაერთხელ შეუმჩნევიათ დევიდი უდაბნოების ქვეყანაში.

ნოემბრის შუაში ბექზი ყატარის ფორმულა 1-ის გრან პრის დაესწრება და სავარაუდოდ, ხელშეკრულებასაც მაშინ გააფორმებენ.

David Beckham 'agrees £150million deal with Qatar' that will see him be the  face of 2022 World Cup - HCA Barbieri News

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *