კიუშო ბაშოს მე-15 დღეს გამარჯვება იოკოძუნა ტერუნოფუჯიმ მოიპოვა! მართალია, მონღოლმა იმეპრატორის თასი მე-14 დღეს გაინაღდა, თუმცა, აქამდე ძენშო-იუშო (დაუმარცხებელი ჩემპიონობა) არასდროს შეესრულებინა და ამიტომაც ძალიან მოტივირებული იყო. მის წინ უხერხული მეტოქე, ტაკაკეიშო იდგა, მაგრამ ასეთი მონღოლის გაჩერება, ალბათ, მხოლოდ სუმოდან წასულ ჰაკუჰოს შეეძლო.
დიახ, 2021 წლის ნაგოია ბაშოზე (ივლისში), ტერუნოზავრს ძენშო-იუშოს შანსი ჰქონდა, მაგრამ მე-15 დღეს, ასევე 14:0 ბალანსით, მის წინ ჰაკუჰო დადგა და თანამემამულე დოჰიოზე დაანარცხა.