დემარ დეროუზანი კალიფორნიაში დაიბადა და მთელი ბავშვობა „ლეიკერსს“ გულშემატკივრობდა, საკალათბურთო კარიერის განმავლობაშi არაერთხელ უთქვამს ინტერვიუებში, რომ ყოველთვის ოცნებად ქონდა მშობლიურ ქალაქის გუნდში თამაში, თუმცა დემარს ამის საშუალება ჯერჯერობით არ მისცემია.
2009 წლის დრაფტზე დეროუზანი „ტორონტომ“ აირჩია მე-9 ნომრად და ახალგაზრდა კალათბურთელი კანადური კლუბის ღირსებას 9 სეზონის განმავლობაში იცავდა. ამ დროის განმავლბაში დემარ „რაპტორზის“ ისტორიაში საუკეთესო მექულე გახდა, როემლსაც პირდებოდნენ, რომ სხვა გუნდში არასდროს გაცვლიდნენ და კარიერის დასრულებისთანავე ძეგლსაც დაუდგავდნენ, თუმცა ერთ დღეს იგი „სან ანტონიოში“ გაუშვეს, მის ნაცვალდ კი კავაი ლეონარდი მოიყვანეს.
დეროუზანს დეპრესიები დაეწყო, დიდხნიანი პაუზის შემდეგ განაცხადა, რომ როდესაც სახლში მარტო რჩებოდა, მასზე უბედური ადამიანი უბრალოდ არ არსებობდა მთელს დედამიწაზე. გრეგ პოპოვიჩს საკუთარ გუნდში ოჯახური გარემო აქვს შექმნილი და სწორედ ასეთმა მიდგომამ და ზრუნვამ დემარი ისევ „დააბრუნა“ პარკეტზე.
3 წლის განმავლობაში, დეროუზანი ერთგულად ემასახურა „სპურსს“, დიდი პატივისცემა დაიმსახურა და როდესაც გუნდმა „რებილდინგის“ პროცესი დაიწყო,ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დემარი საჩემპიონო ამბიციების მქონე „ჩიკაგოში“ გაუშვა. წასვლის წინ „სან ანტონიომ“ 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა მსუბუქ ფორვარდს სოლიდური ანაზღაურებით და სწორედ ასე გააგზავნა ახალ გუნდში.
„ბულზში“ დეროუზანს მეორე ახალგაზრდობა „გაეხსნა“ – გუნდის ლიდერად იქცა და ბწრწყინვალე სტატისტიკაც გააჩნია – საშუალოდ მატჩში 26.4 ქულას, 5.3 მოხსნას და 4.1 შედეგიან გადაცემას ასრულებს.
დღეს გამთენიისას, კოვიდგადატანილი დემარი დაუბრუნდა სათამაშო პროცესს და პირველივე მატჩში „ლეიკერსს“ 38 ქულა ჩაუგდო, სწორედ იმ გუნდს, რომელში თამაშზეც ბავშვობიდან ოცნებობდა.
დეროუზანი განსაკუთრებულად კარგი უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში იყო – 19 ქულა მოუტანა გუნდს და პირადად მოიგო ეს დაპირისპირება „ლეიკერსთან“ 115:110.
„ჩიკაგოს“ მსუბუქ ფორვარდს ბოლო სამ მატჩში, მეოთხე მეოთხედებში ჯამში უკვე 50 ქულა დაუგროვდა და ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ცივსისხლიან „ჰიტმენად“ ჩამოყალიბდა.
It’s Demar’s Time