“ამერიკას ამას არადროს ვაპატიებ“

სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ – სრდჯან ჯოკოვიჩმა Telegraf.rs- ჟურნალისტთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და გაიხსენა ნოვაკის ბავშვობა.

„არასდროს არ ვაპატიებ ამერიკას, რომ ისინი ჩემს ქვეყანას ბომბავდნენ. ნოვაკი 12 წლის იყო და ამ დროს ჩვენი მეზობელი ქალაქი ფაქტობრივად განადგურდა დაბომბვების შედეგად. აფეთქებები ისეთი სიძლიერის იყო, რომ ჩვენს ბინაში ყველა ფანჯარა დაიმსხვრა.
საწოლიდან წამოვხტებოდით ხოლმე და ღმერთს ვეხვეწებოდით, რომ გადავერჩინეთ. ასეთ ფსიქოლოგიურ ტრავმას ვერ მოირჩენ, ის სამუდამოდ შენში რჩება, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე“.

null

სრდჯანმა ასევე ისაბურა ნოვაკის მომავალზე და იმ თემაზე, ითამაშებს თუ არა მისი შვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე.

„მათ დროულად უნდა გადაწყვიტონ – დაუშვებენ თუ არა ნოვაკს ტურნირზე. ჩემმა შვილმა ავსტრალიის ღია პირველობა ცხრაჯერ მოიგო და მას 2022 წელსაც სურს იქ თამაში, თუმცა ჯერჯერობით ამის უფლებას არ აძლევენ, რადგან აცრილი არ არის.

ნოვაკი როგორც საჭიროდ ჩათვლის ისე მოიქცევა და ვერავინ მასზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

თუ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის უფლებას არ დაგვრთავენ, მაშინ 21-ე დიდი სლემის ტურნირის მოგებას უკვე როლან გაროსზე უნდა ველოდოთ. ვფიქრობ კარიერის დასრულების მომენტში ნოვაკს 24-25 დიდი სლემის ტურნირი ექნება მოგებული. დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ რამდენჯერმე მოიგებს „უიმბლდონს“. თქვენ რა ეჭვი გეპარებათ?

ვფიქრობ, ნოვაკი 2-3 წელიწადი კიდევ ითამაშებს ჩოგბურთს, შემდეგ კი კარიერას დაასრულებს.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *