საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევში სტუმრად 1:0 მოუგო უნგრეთს. გოლი 86-ე წუთზე მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ (საბურთალო) გაიტანა თავურით… ჯარიმა იყო: თბილისის დინამოს აკადემიის ნახევარმცველმა ლუკა პარკაძემ ჩააწოდა და ნარიმანიძემაც მშვენივრად ითამაშა.
ეს ჯგუფის მეორე ტური იყო: ახლა გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი საქართველო ლიდერია 4 ქულით, უნგრეთსა და ესტონეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო ისლანდია ბოლოზეა 1 ქულით.
ბოლო ტურში საქართველო ესტონეთს ხვდება. მატჩი 28 ოქტომბერსაა.
გოლი: 1:47:02-დან