18 მსოფლიოს ჩემპიონი და სამი დებიუტანტი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ

2 ივლისს საქართველოს ნაკრები პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბოკეს მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენნაბერმა გუნდის საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც 18 მათგანი მსოფლიოს თასის მფლობელია.  სამი კი, დებიუტანტია.

გარემარბები აფელელე ფასი და როსკო სპეკმანი ძირითად შემადგენლობაში არიან. ეს უკანასკნელი შვიდკაცა რაგბიში 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია და ძალზედ მაღალი სისწრაფით გამოირჩევა. თადარიგშია თადარიგშია ლესტერ ტაიგერზის მესამეხაზელი იასპერ ვიზე:

ჟაკ ნიენაბერი, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

“იქიდან გამომდინარე, თუ რისი მიღწევა გვსურს ქართველებთან მატჩში, საუკეთესო გუნდი შევარჩიეთ. მიგვაჩნია, რომ შევქმენით კარგი ბალანსი გამოცდილ მორაგბეებსა და ახალბედა მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ამ სეზონში თავიანთ ფრანჩაიზებში შესანიშნავად იასპარეზეს.

განაცხადში მოხვედრილი მორაგბეების უმრავლესობა მსოფლიო თასის გამარჯვებულია, სხვა მოთამაშეებს კი, რამდენიმე სეზონი აქვთ გატარებული ნაკრების რიგებში და საქართველოსთან მატჩი მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იქნება.

 

Возможно, это изображение (1 человек и текст «MTH NCHE MBONAMBI MTN NYAKANE KOLISI ETZEBETH MOSTERT SMITH REINACH MTN FASSI* POLLARD MTN STEYN SOUTH AFRICA VS GEORGIA SUBSTITUTES MARX KITSHOFF MALHERBE ORIE WIESE* H. JANTJIES E. JANTJIES WILLEMSE *UNCAPPED MT EROUX MTH KRIEL MTN SPECMAN* SPRINGBOKS FRI 2 JUL LOFTUS VERSFELD -7PM»)

 

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ დებიუტანტი მოთამაშეებით, რომლებმაც ბოლო რამდენიმე სეზონში თავიანთ გუნდებში შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი და საკუთარი შთამბეჭდავით თამაშით თითოეულმა მათგანმა დაადასტურა, რომ ისინი ამ დონეზე ასპარეზობის შანსს იმსახურებენ. ვარჯიშებზე მათი ენთუზიაზმი გასაოცარი იყო”

 

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესი კრილი, 12. ფრანს სტეინი, 11. აფელელე ფასი, 10. ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი;   1. ოქს ნჩე, 2. ბონგი მბონამბი, 3. ტრევორ ნიაკანე, 4. ებენ ეთზებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. კვაგა სმიტი;

16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ფრანს მალჰერბე, 19. მარვინ ორიე, 20. იასპერ ვიზე, 21. ჰერშელ იანტისი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან უილემსე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *