საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ორკვირიანი შეკრების შემდეგ ის 26 მოთამაშე შეარჩია, რომლებიც 2-9 ოქტომბერს კალინინგრადში ევროპის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
გაფართოებულმა, 43-კაციანმა ჯგუფმა შეკრება მარტყოფის ბაზაზე გაიარა და იუნკერების ახალგაზრდულ გუნდთან მართვადი თამაშიც გამართა, რითაც უთამაშებლობის ნაწილობრივ კომპენსირება მოხდა.
ჩვენი გუნდი პირველი მეტოქე კალინინგრადში ჩეხეთის ნაკრები იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში ბელგიასა და რუსეთსი შორის გამარჯვებულს ვეთამაშებით. ტურნირზე იასპარეზებენ ასევე ესპანეთის, რუმინეთისა, პორტუგალიისა და ნიდერლანდების 18-წლამდელთა გუნდები.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: გიორგი მამაიაშვილი (ლელო), ლაშა ფხაკაძე (აია); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), თორნიკე ბოყოველი (ლელო); ბადრი ციხისთავი (ლელო), ირაკლი აფციაური (გრენობლი);
მეორე ხაზი: ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), ნიკა ლომიძე (ხარები);
მესამე ხაზი: გიგი ქურხული (ვეფხვები), რატი ზაზაძე (არმაზი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), გიორგი გერგედავა (აია);
N9: დავით ხუროშვილი (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
N10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები);
N12-13: დიტო ბერაია (ლელო), ზურაბ ონიანი (არმაზი), თორნიკე კახოიძე (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები);
N11-14: შალვა აფციაური (ლელო), საბა არჩვაძე (ლელო);
N15: ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი).
3 ოქტომბერი
საქართველო-ჩეხეთი
ბელგია-რუსეთი
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ნიდერლანდები