18-წლამდელებს მწვრთნელთა ახალი შტაბი ყავს

უმცროსი ბორჯღალოსნები გაფართოებული, 43-კაციანი შემადგენლობით, მარტყოფის ბაზაზე ორკვირიან შეკრებაზე შევიდა. გუნდი კალინინგრადში 2-9 ოქტომბერს გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, 8-გუნდიანი ტურნირი ფლეი-ოფის სისტემით იმართება და ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველო გახდა – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის 8:3 და 2019 წელს ესპანეთის 20:10 დამარცხებით.
18-წლამდელებს განახლებული სამწვრთნელო შტაბი ყავს. მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილია. მას თორნიკე ბუბუტეიშვილი და პაატა მაისურაძე დაეხმარებიან. ამონაშვილი და ბუბუტეიშვილი ერთად 20-წლამდელთა ნაკრებშიც მუშაობენ, მაისურაძე კი წლების განმავლობაში 18-წლამდელთა მენეჯერი იყო.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: გიორგი მამაიაშვილი (ლელო), ნიკა გაბედავა (ხარები), ლაშა ფხაკაძე (აია), გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), გიორგი ჭანტურია (აკადემია), ლუკა მუშკუდიანი (აია), თორნიკე ბოყოველი (ლელო); ბადრი ციხისთავი (ლელო), დავით მჭედლიძე (ლელო), გიგა თუთისანი (აია);

მეორე ხაზი: ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), ზურაბ ტალახაძე (ხარები), ნიკა ლომიძე (ხარები), ლუკა სულუაშვილი (ხვამლი);

მესამე ხაზი: გიგი ქურხული (ვეფხვები), რატი ზაზაძე (არმაზი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), დავით ბერიძე (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ჯაბა ოდიშარია (ლელო), ნიკა ყაბანაშვილი (ლელო);

N:9: დავით ხუროშვილი (ლელო), ლადო ტყაბლაძე (აია), მათე ჩქარეული (ყაზბეგი), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

N:10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები);

N:12-13: თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), დიტო ბერაია (ლელო), რატი ბერაია (ლელო), ზურაბ ონიანი (არმაზი), თორნიკე კახოიძე (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), საბა ციხელაშვილი (ლელო);

N:11-14: შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (აკადემია), საბა არჩვაძე (ლელო);

N:15: ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), არჩილ კვარაცხელია (აშშ).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *