18 წლის ემა რადუკანუ US OPEN-ის 1/4 ფინალშია

მსოფლიოს 150-ე ჩოგანი ემა რადუკანუ აგრძელებს წარმატებულ სვლას US OPEN-ზე. 18 წლის ბრიტანელმა 1/8 ფინალურ მატჩში 6:2 6:1 გაანადგურა შელბი როჯერსი და კარიერაში პირველად გააღწია დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში.

შელბიმ მატჩის დასაწყისში ადრეული ბრეიკი შეასრულა, თუმცა ამის შემდეგ რადუკანუმ ზედიზედ 11 გეიმი მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

ემა – მესამე კვალიფიკანტია, რომელმაც ღია ერაში, US OPEN-ზე შეძლო მეოთხედფინალში გასვლა (ბარბარა გერკენი 1981, კაია კანეპი – 2017).

ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ემამ 3 ბარიერი გადალახა, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა მარიამ ბოლქვაძესთან შეხვდა.

1 საკვალიფიკაციო ეტაპი რადუკანუ – შუფსი 6:1 6:2

2 საკვალიფიკაციო ეტაპი რადუკანუ – ბოლქვაძე 6:3 7:5

3 საკვალიფიკაციო ეტაპი რადუკანუ – შერიფი 6:1 6:4

null

რადუკანუმ US OPEN-ის ძირითად ბადეში ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და მეოთხედფინალში ისე გავიდა, რომ ჯამში მხოლოდ 15 გეიმი დაუთმო მეტოქეებს.

1 წრე რადუკანუ – ვოგელე 6:2 6:3

2 წრე რადუკანუ – ჟენგი 6:2 6:4

3 წრე რადუკანუ – სორიბეს ტორმო 6:0 6:1

1/8 ფინალი რადუკანუ – როჯერსი 6:2 6:1

null

18 წლის ემამ „უიმბლდონის“ ტურნირზეც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა – 1/8 ფინალურ ეტაპამდე მიაღწია.

US OPEN-ზე წარმატებული ასპარეზობის წყალობით ბრიტანელი თინეიჯერი უკვე მსოფლიოს Live რეიტინგის ტოპ 80-ში შევიდა.

ამერიკის ღია პირველობის 1/4 ფინალში რადუკანუ ოლიმპიურ ჩემპიონ ბელინდა ბენჩიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალურ ეტაპზე 7:6 6:3 მოუგო იგა სვიონტეკს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *