18 წლის კლარა ტაუსონმა ლუქსემბურგის ტურნირი მოიგო

18 კლარა ტაუსონმა ლუქსემბურგის 250-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში 6:3 4:6 6:4 სძლია ელენა ოსტაპენკოს და კარიერაში მეორე ტიტული მოიგო.

დანიელმა თინეიჯერმა პირველი სეტი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა – საკუთარ ჩაწოდებაზე მეტოქე ერთხელაც არ მიუშვა ბრეიკპოინტამდე, თვითონ კი ორჯერ დააბრეიკა ოსტაპენკო და 30 წუთში 6:3 იმარჯვა.

მეორე პარტიაში უკვე ელენა გამოიყურებოდა უკეთესად, რომელმაც მე-7 გეიმში შეძლო გადამწყეტი ბრეიკის შესრულება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე 6:4.

მესამე, გადამწყვეტი პარტია უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა – გოგონებმა სეტის სტარტზე ბრეიკები გაცვალეს 2:2.
მეხუთე გეიმში კლარას 2 ბრეიკპოინტის მოგერიება მოუწია, დიდი წვალებით შეძლო და შეინარჩუნა გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე. ამ ფაქტის შემდეგ თითქოს „სიტუაცია დაწყნარდა“, ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-10 გეიმში ტაუსონი „ჩაეჭიდა“ მეტოქის ჩაწოდებას – სამმაგი მატჩპოინტი მიიღო და მეორე მცდელობით შეძლო მატჩის მოგება 6:3 4:6 6:4.

მსოფლიო რეიტინგის 87-ე ჩოგანმა ჯასმინ პაოლინმა Zavarovalnica Sava Portoroz-ის ტურნირის ფინალში 7:6 6:2 სძლია ელისონ რიშკეს და კარიერაში პირველი ტიტული მოიგო.

პირველი სეტის მიმდინარეობისას ელისონი 5:2-ს იგებდა, თუმცა ორჯერ ვერ შეძლო სეტზე წარმატებით ჩაწოდება, რისთვისაც დაისაჯა. პაოლინმა ჯერ ტაიბრეიკზე მოიგო პირველი პარტია, ხოლო მეორე სეტში უკვე ბრძოლა ფაქტობრივად აღარ ყოფილა – ჯასმინმა ფსიქოლოგიურად გატეხილ მეტოქეს იოლად სძლია.

პაოლინმა სოლოვენიური ტურნირის მოგების შედეგად 280 სარეიტინგო ქულა და 23548 ევროც მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *