18 წლის ფისის სენსაციური გამარჯვება

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. პირველივე წრეში დიდი სენსაცია დაფიქსირდა – 18 წლის არტურ ფისმა 7:5 7:5 სძლია გამოცდილ რიშარ გასკეს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

ორივე სეტის სტარტზე რიშარი ბრეიკიანი უპირატესობით გახლდათ წინ, თუმცა ორივე შემთხვევაში თინეიჯერმა ფრანგმა ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, ხოლო პარტიის მიწურულს გადამწყვეტი ბრეიკი.

18 წლის ფისმა ATP TOUR-ზე რიგით მეორე შეხვედრა ჩაატარა დაპირველი გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიო რეიტინგის 163-ე ჩოგანი მშვენიერ სპორტულ ფორმაშია – 2023 წელს გამართული 11 მატჩიდან 10 აქვს მოგებული (მოიგო ოიერაშის ჩელენჯერი, კემპერეს ჩელენჯერზე ფინალი წააგო).

მონპელიეს ტურნირის 1/8 ფინალში არტურ ფისი რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *