18 წლის ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის სათავეში

კანადის ქალაქ ტორონტოში დასრულდა WTA-ს მორიგი მასტერსი. წყვილთა თანრიგის ფინალურ მატჩში კორი გოფის და ჯესილა პეგულიას დუეტმა 6:4 6:7 10-5 მოუგო ნიკოლ მელიჩარის და ელენ პერესის ტანდემს.

null

მოპოვებული გამარჯვების ფონზე 18 წლის კოკო გოფი მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდა. ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ მარტინა ჰინგისმა შეძლო, რომ უფრო ადრეულ ასაკში ჩადგომოდა რეიტინგს სათავეში (1998 წელს 17 წლის ასაკში).

უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გოფი/პეგულიას დუეტმა უკვე 2 მასტერსის მოგება შეძლო და როლან გაროსის ფინალში ითამაშა. შეგახსენებთ, რომ კოკომ გასულ სეზონში US OPEN-ის ფინალური შეხვედრა წააგო კეიტი მაკნელისთან ერთად.

null

ტორონტოს მასტერსის, ქალთა ერთეულთა თარიგის ფინალურ მატჩში სიმონა ჰალეპმა 6:3 2:6 6:3 სძლია ბეატრის ჰადად მაიას და კარიერაში მეცხრედ მოიგო 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი.

რუმინელმა ჩგბურთელმა ჯამში 24-ე ტიტული მოიგო WTA TOUR-ზე. 2020 წლის შემდეგ სიმონას მასტერსის დონის ტურნირი არ ქონდა მოგებული და ეს ნავსიც გატყდა (2020 წელს მოიგო რომის ტურნირი).

სიმონამ კარიერაშ მესამედ მოიგო კანადის მასტერსი.

მოგებული ტიტულის ხარჯზე რუმინელი ჩგბურთელი დაბრუნდება რეიტინგის ტოპ 10-შ და მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი გახდება.

Leave a comment

Your email address will not be published.