19 წლამდელებმა ნორვეგიაში ჯგუფი მოიგეს

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო. ვასილ მაისურაძის გუნდმა უელსთან 0:0-ის და კოსოვოსთან 1:0-ის მოგების შემდეგ, მასპინძელი ნოტვეგიაც 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა, რომელმაც პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია. გოლიდან რამდენიმე წუთში საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუკა ხარატიშვილმა მოიგერია.

ამის შემდეგ უპირატესობას კვლავ ქართველები ფლობდნენ. მატჩის ბოლოს ნორვეგიელები გააქტიურდნენ, ერთ მომენტში ბურთი ძელსაც გაარტყეს, თუმცა საბედნიეროდ ქართველთა კარში გოლი არ გასულა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფი 7 ქულით მოიგო და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ვასილ მაისურაძის და მისი სტაფის ფაქტორი, რომელმაც დაახლოებით 1 კვირის წინ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის ბევრ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ზოგს არც ელიგა 2-ში ენდობიან. სწორედ ასეთ მომენტებში ჩანს მწვრთნელის და ზოგადად სამწვრთნელო შტაბის როლი. მაისურაძისთვის ასაკობრივ ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა არახალია და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *