2-დან 2 მოგება – საქართველოს პლეი-ოფამდე 1 ნაბიჯი აშორებს

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბოსნია ჰერცოგოვინას 2:1 მოუგო. ავთანდილ ასათიანის შეგირდები 6 ქულით პირველ ადგილზე არიან და იმ შემთხვევაში თუ ესპანეთი აზერბაიჯანთან არ წააგებს, 1/4 ფინალში ითამაშებს.

ისევე როგორც წინა მატჩი, ეს შეხვედრაც მძიმე გამოდგა. პირველ ტაიმში ბოსნიამ საქართველოს ნაკრებს აშკარად აჯობა და 1:0 მოუგო. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა აშკარად მოუმატა, რაც მეტ წილად მწვრთნელის დამსახურებაა. ანგარიში თალესიმ გაათანაბრა, გამარჯვების მომტანი გოლი კი ბრუნო პეტრიმ გაიტანა.

ბოსნია ჰერცოგოვინიამ ბოლოს მოუმატა და გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა ბოლო წამზე უძლიერესი დარტყმული ზვიად კუპატაძემ მოიგერია. ჩვენმა კაპიტანმა კვლავ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მან არაერთი რთული ბურთი მოიგერია და მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის მესამე მატჩს 29 იანვარს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published.