2 ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია [VIDEO]

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოკრივეების წარმატებული ასპარეზობა გრძელდება. უმსუბუქეს წონაში მოასპარეზე სახილ ალახვერდოვმა ყირგიზელი მირლან თურქბაი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს, ქვესაშუალო წონაში მოასპარეზე ლაშა გურულს, მას კუბელ მეტოქესთან ურთულესი გამოცდა ელოდა. ლაშამ უკომპრომისო დაპირისპირებაში მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ალახვერდოვის მსგავსად ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, რაც ავტომატურ მედალს ნიშნავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *