საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ(ITA), რომელიც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისთვის ანტოსადოპონგო პროგრამას ახორციელებს, განმეორებით გადაამოწმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღებული სინჯები და დარღვევები 13 ძალოსანს აღმოუჩინა. მათ რიგებში არიან ტურნირის ოქროს და ბრინჯაოს ქართველი მედალოსნები, რაულ ცირეკიძე და ირაკლი თურმანიძე.
აღნიშნული სინჯები თავის დროზე “უარყოფითად” შეფასდა. კიოლნში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, უახლესი მეთოდებით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ სინჯებში რამდენიმე აკრძალული ანაბოლური სტეროიდის კვალი გამოვლინა. 2021 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ITA იუწყება, რომ ორგანიზმში ერთი ან უფრო მეტი აკრძალული ანაბოლიური სტეროიდი ამ 13 ძალოსანს აღმოაჩნდა:
ჰისენ პულაკუ (ალბანეთი)
ანა ბატსიუშკა (ბელარუსი)
დიმიტრის მინასიდისი (კვიპროსი)
ირაკლი თურმანიძე (საქართველო)
რაულ ცირეკიძე (საქართველო)
კრისტინა იოვუ (მოლდოვა)
ფლორინ იონუთ კროიტორუ (რუმინეთი)
რაზვან კონსტანტინ მარტინი (რუმინეთი)
ოქსანა სლივენკო (რუსეთი)
გოქხან კილიჩი (თურქეთი)
ბუნიამი სეზერი (თურქეთი)
ჰათიჩე ილმაზი (თურქეთი)
ფათიჰ ბაიდარი (თურქეთი)
2012 წლის ევროპის პირველობაზე, რომელსაც ანტალიამ უმასპინძლა, ქართველმა ძალოსანმა, რაულ ცირეკიძემ, 85-მდე წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ +105 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი.