პირველად ქართული MMA-ს ისტორიაში, საქართველოში UFC-ს ოქროს ქამარი ჩამოვა. 20 ივლისს დედაქალაქს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი, მსუბუქი წონის ვარსკლავი ალ იაკუინტა და ქართველი ფალავანი მერაბ დვალიშვილის ეწვევიან. მათ კომპანია ლიდერბეთი უმასპინძლებს. მებრძოლები საქართველოში 1 კვირის მანძილზე დარჩებიან.
ალჯამეინ სტერლინგი ჩემპიონი მარტში, პიოტრ იანის წინააღდმეგ ბრძოლაში გახდა. რაც შეეხება ალ იაკუინტას, იგი ელიტური მსუბუქი წონის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მას დამარცხებული ჰყავს ისეთი ვარსკლავები როგორებიც არიან ხორხე მასვიდალი და კევინ ლი. იაკუინტამ ხაბიბის წინააღმდეგაც იბრძოლა და 5 რაუნდის შემდეგ, მსაჯთა გადწყვეტილებით დამარცხა. ბევრის აზრით იაკუინტამ ხაბიბს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია. რაც შეეხება მერაბს, მას ბრძოლა სექტემბრისთვის აქვს ჩანიშნული, სამშობლოში სტუმრობის შემდეგ კი ამ ბრძოლისთბის მოსამზადებელ კემპს გაივლის.