რომელუ ლუკაკუ პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა ოცეულში შევიდა. ჩელსის ფორვარდმა არსენალს მე-15 წუთზე გაუტანა და ეს იყო მისი 114-ე გოლი პრემიერლიგაში, რითაც გადაუსწრო იან რაიტს.
ამჟამად ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ლუკაკუ მესამე ადგილზეა: ჰარი კეინსა (166) და ჯეიმი ვარდის (119) ჩამორჩება.
აი, ხუთეულიც:
ალან შირერი – 260
უეინ რუნი – 208
ენდი კოული – 187
სერხიო აგუერო – 184
ფრენკ ლამპარდი – 177