20-წლამდელების გადინება გრძელდება

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებმა, ტრადიციულად, ფრანგულ კლუბებს მიაშურეს. თბილსის ლელოს აღზრდილებმა, ტყუპმა ძმებმა ბადრი და ლაშა ციხისთავებმა, კონტრაქტი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონის ბაიონთან გააფორმეს.

ეს ბასკური კლუბი, რომელშიც ბორჯღალოსნების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე თამაშობს, ამჟამად პლეი ოფში პირველ დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის. ამავე კლუბის ესპაუართა რიგებში ირჯება მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი.

ბადრი ციხისთავი შერკინების ბურჯია, ხოლო მისი ძმა ლაშა მესამეხაზელი.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისა და პატარძეულის ვეფხვების მეორეხაზელი გიგი ქურხული ასევე მეორე დივიზიონის პროვანსში ჩაირიცხა. ეს გუნდი რეგულარულ გათამაშებაში 76 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა და ორი ქულა დააკლდა პლეი ოფში მოსახვედრად.

ნასიონალ ლიგიდან მეორე დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა შალვა სუთიაშვილისა და ირაკლი ცხადაძის ანგულემმა. ცხადაძემ, რომელიც 25 წლისაა, გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი, 38 წლის შალვა სუთიაშვილი კი, სეზონის დასრულების შემდეგ რაგბის თამაშს თავს ანებებს.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *