20 წლის წინ მარადონას გამოსათხოვარი მატჩი შედგა – სტადიონმა იტირა…

 

მარადონამ ბოლო ოფიციალური მატჩი 1997 წლის 25 ოქტომბერს ჩაატარა. სუპერკლასიკოში, ბოკამ რივერი მიიღომ და 2:1 დაამარცხა. დიეგომ მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო და ხუან რომან რიკელმემ შეცვალა. 5 დღის შემდეგ, ლეგენდარულმა არგენტინელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ამის შემდეგ, ბევრი რამ მოხდა. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კომენტატორი იყო, წიგნი დაწერა, ლიბიის ნაკრების მრჩეველი გახდა.

რა თქმა უნდა, უამრავ სკანდალშიც გაეხვა. 1999 წლის დასაწყისში, რასინგის ფეხბურთელს, დიეგო ლატორეს ცემით დაუპირა, რადგან ბოკას ქომაგებს უხამსი ჟესტი აჩვენა. 2000 წელს ურუგვაის საავადმყოფოში მოხვდა, რადგან ორგანიზმში კოკაინი აღმოუჩინეს. სასამართლოც იყო, მაგრამ გამოძვრა და სამკურნალოდ კუბაში წავიდა.

და აი 2001 წლის 10 ნოემბერიც, მარადოს გამოსათხოვარი მატჩი შედგა – არგენტინა VS მსოფლიოს ნაკრები (მათეუსი, სტოიჩკოვი, კანტონა, შუკერი, ფრანჩესკოლი, იგიტა და სხვები). არგენტინამ 6:3 მოიგო, მარადომ ორივე გუნდში თითო-თითო ტაიმი ითამაშა.

41 წლის დიეგომ დუბლი შეასრულა – ორივე პენალტით. 30 მეტრიდან საფირმო დარტყმაც შეასრულა, თუმცა იგიტამ აუღო, რა თქმა უნდა, მორიელის ნახტომით.

თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ბოკას ფანებმა პიროტექნიკით მათი კუმირის სახელი გამოსახეს. მარადოს ემოციების შეკავება არც უცდია, ატირდა და მთელი სტადიონი აატირა.

თამაშის შემდეგ, ის სიტყვები თქვა, რომელიც მას სრულად ასახავს

“ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი და ამაზე პასუხი ვაგე, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ბურთს ჭუჭყი ვერ მოეცხება”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *