200 მილიონი?.. დემბელე, როგორც სანტა-ბარბარა

ეს უკვე სერიალს ჰგავს. დღე კი არა, საათი არ გადის, უსმან დემბელეზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ გაჩნდეს. „სანტა-ბარბარას“ სერიალს ჰგავს. ბარსელონელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო სიახლეს ავრცელებს, ფრანგი გარემარბის მადა უკვე ზომას გადასცდაო…

როგორც იცით, დემბელე ბარსელონასთან კონტრაქტს არ აგრძელებს, ჩავის კი გამოუცხადებია, თუ გაქცევაზე ხარ, ვერ გათამაშებო…

„დემბელემ კლუბს აცნობა, რომ ამ პირობებს არ თანხმდება და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა კლუბიდან. ზამთრის ტრანსფერი ვერ ხიბლავს, რადგან ფინანსურად მისთვის მომგებიანი შეიძლება არ იყოს. დემბელეს სურს, რომ 5-წლიან კონტრაქტში 200 მილიონი ევრო მიიღოს. ამასთან სურს, რომ დამატებით 20 მილიონი ასაწევ საწყის თანხად აიღოს აგენტთან ერთად. ბარსელონამ უარი უთხრა ამაზე და წარმოუდგენელია, რომ რომელიმე კლუბი ამ სიგიჟეს დათანხმდეს“ (რომერო).

საუბარია იმ დემბელეზე, რომელმაც ამ სეზონში ლა ლიგაში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია!

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *