2021 წლის გამობრწყინება – გიგა ჭიკაძე MMA Junkie-მ გამოარჩია

გიგა ჭიკაძესთვის, 2021 წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებების წელი იყო. გიგამ წელს პირველ ქართულ კო-მეინ და მეინ ივენთში მიიღო მონაწილეობა – პირველ შემთხვევაში ლეგენდარული კაბ სვონსონი 1 წუთზე ნაკლებ დროში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. მეინ ივენთზე კი ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდა და სტრაიკინგის უმაღლესი დონის შერკინებაში გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. 16 იანვარს კი იგი TOP 5-ში შესასვლელად, კელვინ კატარს დაუპირისპირდება.

გიგას წარმატებული წელი არ გამორჩა MMA-ს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულალურ გამოცემას MMA Junkie-ს, რომელმაც გიგა 2021 წლის გამობრწყინებად დაასახელა. გასულ წელს, იგივე ნომინაციაში კევინ ჰოლანდმა გაიმარჯვა, რომელმაც 2020 წელს 5 გამარჯვება მოიპოვა. იქვე იყო გიგაც – ჭიკაძემ წინა წელი 4 გამარჯვებით დაასრულა. განსხვავებით ჰოლანდისგან, გიგამ მოგებათა სერია განაგრძო, ხოლო კევინმა წელს 2-ჯერ იბრძოლა და ორივეჯერ დამარცხდა.

Leave a comment

Your email address will not be published.