2021 წელიც მიილია, რომელიც ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. მიმდინარე წელს ბევრმა ფეხბურთელმა მოახერხა ქართული გულშემატკივრების გახარება, ბევრმაც გაკვირვება მისი გოლების რაოდენობით.
გასული წლის საუკეთესო ქართველი ბომბარდირი, 31 წლის ზაქარია ბეგლარიშვილია, რომელიც მალე ესტონეთის ნაკრებშიც გამოიძახებენ. როგორც ამბობენ მისი დებიუტი 2022 წელს აუცილებლად შედგება. ბეგლარიშვილმა საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ერთხელ, ამხანაგურ მატჩში 11 წუთი ითამაშა ესტონეთის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია რომ ტოპ-10-დან 5 ფეხბურთლი ეროვნულ ლიგაში თამაშობს.
საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
- ზაქარია ბეგლარიშვილი(ლევიადა) – 27 გოლი – 19 საგოლე გადაცემა
- გიორგი ფანცულაია(დინ.ბათუმი) – 19 გოლი – 8 საგოლე გადაცემა
- გიორგი ბერიძე(უპიშტი) – 18 გოლი – 5 საგოლე გადაცემა
- დავით ვოლკოვი(ზირე) – 17 გოლი – 8 საგოლე გადაცემა
- ირაკლი სიხარულიძე(ლოკომოტივი) – 16 გოლი – 3 საგოლე გადაცემა
- ჯაბა ჯიღაური(დინ.ბათუმი) – 15 გოლი 11 საგოლე გადაცემა
- ვლადიმერ მამუჩაშვილი(დინ.ბათუმი) – 15 გოლი – 7 საგოლე გადაცემა
- გიორგი მიქაუტაძე(სერენი) – 15 გოლი 4 საგოლე გადაცემა
- ვაკო ყაზაიშვილი(ულსანი) – 14 გოლი 5 საგოლე გადაცემა
- იური ტაბატაძე(საბურთალო) – 12 გოლი 4 საგოლე გადაცემა