2022 წლის საუკეთესო ლელოს გამოვლენა

2022 წელს ბორჯღალოსნებმა 10 თამაში გამართეს – ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (რუსეთთან შეხვედრა გაუქმდა) და სამ-სამო ზაფხულისა და შემოდგომის ტესტებზე.

ამ თამაშებში გატანილი 40 ლელო 16 მორაგბის ანგარიშზეა. ამათგან 22 ლელო უკანახაზელების ანგარიშზეა. დანარჩენი 18 კი, მორკინალებმა მიითვალეს. ყველაზე მეტი, 7 ლელო აკაკი ტაბუცაძემ გაიტანა. 5 ლელოთი მეორე ადგილზე ოთარ გიორგაძეა. 3-3 ლელო გაიტანა ხუთმა მორაგბემ. ესენია: სანდრო თოდუა, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ჭყოიძემ და ბექა გორგაძე. 2-2  ლელო დავით ნინიაშვილმა, მირიან მოდებაძემ, მერაბ შარიქაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ მიითვალეს. თითო-თითო გაიტანეს გურამ პაპიძემ, ლუკა ჯაფარიძემ, სანდრო ქუნთელიამ, ნოდარ ჭეიშვილმა და გრიგორ ქერდიყოშვილმა.

გულშემატკივარს აქვს შესაძლებლობა, რაგბის კავშირის მიერ შერჩეული ხუთი ლელოდან ხმის მიცემის მეშვეობით წლის საუკეთესო ლელო გამოავლინოს. ნომინანტები არიან: ალექსანდრე თოდუა (იტალიასთან და უელსთან გატანილ ლელოები), აკაკი ტაბიცაძე (ესპანეთთან გატანილი ლელო), თედო აბჟანდაძე (იტალიასთან გატანილი ლელო), დავით ნინიაშვილი (არგენტინა XV-თან გატანილი ლელო)

ხმის მისაცემად გადადით ლინკზე:
https://rugby.ge/poll2022/?fbclid=IwAR3HEmVwmCv6fjQBhb4jQVblPLai7Fl5PLqx-gabRWub0Vr04SnKLzLJXVQ

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *