იუთუბ გვერდმა Calcio Show-მ საკუთარი ვერსიით მიმდინარე წლის 100 საუკეთესო გოლი დადო. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვიდეოში ხვიჩა კვარაცხელიას გოლიცაა. ამ ვიდეოში ხვიჩას მიერ მონცას კარში შეგდებული ბურთია.
(3:52)
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წელის მცირე ტავმია ჰქონდა. ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და მოედანს დაუბრუნდა. კვარაცხელიამ ანთალიასპორი – ნაპოლის ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კვარაცხელიამ ამ სეზონში ნაპოლის მაისურით 17 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი გუნდი სერია ა-ს სათავეშია, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი აინტრახტს შეხვდება.