საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. რამაზ სვანაძის შეგირდებმა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდულ გუნდს უმასპინძლეს და 4:1 დაამარცხეს.
ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა, გიორგი მოისწრაფიშვილმა მშვენიერი ჯარიმა გაიტანა. დინამოს ნახევარმცველმა 54-ე წუთზე დუბლი შეასრულა, მოისწრაფიშვილმა სანდრო კალანდაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ერთი ერთზე ერთი შეხებით გაიტანა. 77-ე წუთზე ესტონელების ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ, სტუმართა ფეხბურთელმა თავით გაიტანა და 2:1 გახდა. 92-ე წუთზე ბექა დარცმელიამ მცველების შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო, მატჩს კი წერტილი 96-ე წუთზე შოთა შეყილაძემ მოხდენილი თავურით დაუსვა.
შეგახსენებთ, რომ ამ ფორმაციის 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც საქართველო – რუმინეთში გაიმართება.