21 წლამდე ნაკრებმა საეჭვო პენალტით წააგო

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. რამაზ სვანაძის შეგირდები თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ესტუმრნენ და  0:1 წააგეს.

თამაში საკმაოდ უინტერესო გახლდათ, ნაკლებად იყო სახიფათო მომენტები. ქართველი ახალგაზრდები არცისე კარგად თამაშობდნენ და იმედი ვიქონიოთ ევროპის ჩემპიონატამდე სიტუაცია გამოსწორდება.

რაც შეეხება ერთადერთ გოლს, გოლი 41-ე წუთზე პენალტით გავიდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა საბა საზონოვი საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში დააჯარიმა. ბევრი არბიტრი ამ ეპიზოდში 11 მეტრიანს არ დადებდა. ჩვენებმა ბოლო წუთებში კი შეუტიეს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია, საბოლოოდ 1:0.

სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმში ლუკა გაგნიძემ ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენად მძიმეა ქართველი ნახევარმცველის დაზიანება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი რამდენიმე დღის წინაც გამართა, სადაც პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდთან 1:4 დამარცხდა.

საქართველო: კუტალაძე; კალანდაძე, საზონოვი, გელაშვილი, ხარაბაძე; გოჩოლეიშვილი, გაგნიძე, გულიაშვილი, ოსიყმაშვილი; მოისწრაფიშვილი, გაგუა.

შეცვლაზე შევიდნენ კაპანაძე, ნ. ხორხელი, ლ. ხორხელი, ნონიკაშვილი, ნ. გაგნიძე, კვერნაძე.

ფოტო: Nakrebi.ge

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *