ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველო 22-ე ადგილზეა… მედლების ჩათვლაში: 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ოლიმპიადიდან 8 დღეა გასული და კიდევ 8 დღე დარჩა.
ესპანეთი, არგენტინა, ავსტრია, სერბეთი, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი, საბერძნეთი, უკრაინა… ამ ქვეყნებსაც უსწრებს საქართველო. სხვათა შორის, უკრაინას 5 მედალი აქვს და ყველა ბრინჯაო. ოქრო არ აქვს არც ყაზახეთს.
არგენტინა ჯერ ერთი ბრინჯაოთია; ასევე პორტუგალიაც. ზოგადად, 206 წევრი ქვეყნიდან 76-ს აქვს მედალი.
პირველზე კი ჩინეთია. უკვე 21 ოქრო აქვთ. აი, საუკეთესო ხუთეულიც.
ჩინეთი (21 ოქრო – 13 ვერცხლი – 12 ბრინჯაო) – 46 სულ
იაპონია (17 – 5 – 8) – 30
აშშ (16 – 17 – 13) – 46
რუსეთის ოლ. კომ. (11 – 15 – 11) – 37
ავსტრალია ( 10 – 3 – 14) – 27