24 წელი კარლოსის გოლიდან – როცა ბრაზილიელმა ფიზიკის კანონები დაარღვია (ვიდეო)

როცა რობერტო კარლოსზე ვსაუბრობთ, ავტომატურად 1997 წელს მის მიერ საფრანგეთის ნაკრების კარში გატანილი ბრწყინვალე ჯარიმა გვახსენდება. 1 წლის შემდეგ კარლოსმა კვლავ დაარღვია ფიზიკის კანონები და ფანტასტიკური გოლი შეაგდო.

ზუსტად 24 წლის წინ, 1998 წლის 21 თებერვალს მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონატში ტენერიფეს ხვდებოდა. ბრაზილიელ მარცხენა მცველს გრძელი პასი საკმაოდ მახვილ კუთხეში მისცეს, მან კი ერთი შეხებით დაარტყა და დავუწიყარი გოლი გაიტანა. კუთხე იმდენად მახვილი იყო, რომ ბევრს დღემდე უჭირს იმის დაჯერება, რომ კარლოსმა დაარტყა და არა ჩააწოდა.

2017 წელს მსგავსი გოლი თურქეთის თასზეც გავიდა, სადაც აბდულა ბალიკუვმა გაიტანა, რომელმაც სივასპორის კარი აიღო. ამ 2 გოლებს შორის მსგავსება მართლაც არის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *