2,5 თვიანი პაუზის შემდეგ ბერეტინი კორტს დაუბრუნდა

მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგან მატეო ბერეტინის 2,5 თვე არ ქონდა ნათამაშები ATP TOUR-ზე. იტალიელმა სპორტსმენმა ინდიან უელსის ტურნირზე ასპარეზობისას ხელის ტრავმა მიიღო და სასწრაფოდ საოპერაციო გახდა. აღდგენითმა პროცესებმა წარმატებით ჩაიარა და მატეო უკვე კორტზეა, თუმცა თხნარის სრული სეზონი გამოტოვება მაინც მოუწია.

null

ბერეტინი მეორე წრიდან ჩაერთო შტუტგარტის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე. 1/8 ფინალურ სტადიაზე იტალიელმა 6:2 4:6 6:3 სძლია მოლდოველ რადუ ალბოტს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. შტუტგარტის ტურნირზე ბალახის საფარია, რაც ისეთი მაღალი დონის ჩამწოდებელს, როგორიც მატეოა დიდ უპირატესობას ანიჭებს – იტალიელმა 21 ეისი ჩააწოდა და სწორედ ამის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება.

პირველ პარტიაში ბერეტინი ერთნაირად კარგად თამაშობდა როგორც მიღებაზე, ასევე ჩაწოდებაზე – ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და 29 წუთში 6:2 იმარჯვა. მეორე სეტის მე-4 და მე-6 გეიმებში იტალიელმა ჯამში 3 ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, რისთვისაც დაისაჯა – რადუმ ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1-1 (2:6 6:4).

null

მესამე, გადამწყვეტი პარტიის მიმდინარეობისას მატეომ დროულად დაიბრუნა კონცენტრაცია – მე-4 გეიმში აიღო მეტოქის ჩაწოდება და შემდეგ მშვიდად მიიყვანა მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე.

ტურნირის 1/4 ფინალში ბერეტინის მეტოქე სონეგო/შტრუფს შორის გამარჯვებული იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published.