ევრო 2020-ზე გამარჯვების საფასურად, იტალიის ნაკრების ყოველი ფეხბურთელი 250 ათას ევროს მიიღებს – გვამცნობს Calciomercato.
ფინალის წაგების შემთხვევაში, სკუადრა აძურას თითოეული მოთამაშე 200 ათასს მიიღებდა.
ჯამში, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში იტალიის ნაკრებმა 28,25 მილიონი ევრო გამოიმუშავა, სწორედ ამ თანხიდან გაიცემა ბონუსები.