3 დიდი ტრანსფერი – პსჟ მბაპეს ნაცვლად მათ შეძენას გეგმავს

L’Équipe-ის ინფორმაციით, მბაპეს რეალში გადასვლა (170+10 მილიონი ევრო) თითქმის გადაწყვეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ პსჟ ახალ ტრანსფერებზე გადაერთო.

 

პარიზელებს დორტმუნდიდან ერლინგ ჰოლანდის, მანჩესტერიდან პოლ პოგბას, რენიდან კი ედუარდო კამავინგას დამატებას გეგმავენ.

 

პოგბასა და კამავინგას კლუბებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებთ და მის გახანგრძლივებას არ აპირებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *