3 მილიარდი გადმოწერა, ტიკ-ტოკს მადრიდის “რეალის” სპონსორობა სურს

ByteDance ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ზრდას განაგრძობს, მათი აპლიკაცია ტიკ-ტოკი პირველი არაფეისბუქის აპლიკაცია გახდა, რომლის გადმოწერების რაოდენობამ 3 მილიარდს გადააჭარბა. ამასთან ერთად აპლიკაცია ბოლო წლის ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმაა, მეტიც, მისმა კონკურენტებმა მსგავსი პლატფორმების დანერგვა საკუთარ სივრცეებში დაიწყეს და იმათი აქვთ რომ ამ კონკურენციაში ისინი დარჩებიან გამარჯვებულები. ტიკ- ტოკს კონკურენციას ასევე რამდენიმე იდენტური შინაარსის აზიური აპლიკაცია უწევს, მიუხედავად ინდურ ბაზარზე დაბლიკვისა და პრობლემებისა, აპლიკაცია შემოსავლების რეკორდულ რაოდენობას აფიქსირებს, ფინანსური უკუგების გარდა კომპანია საქმიან თანამშრომლობას და სასპონსორო ხელშეკრულებებს უდიდეს ბრენდებთან აფორმებს. კომპანია საფეხბურთო სივრცეს აქტიურად ითვისებს, გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა ტიკ-ტოკი მადრიდის რეალის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდეს.

მილიარდიანი გადმოწერების რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ არა ფეისბუქის აპლიკაცია ყველაზე დიდ ზრდას მომდევნო კვარტალში ელოდება, ზოგადად მსგავსი მაჩვენებლები აქამდე Whatsupp-ს, Instagram-ს, Messenger-სა და Facebook-ს ეკუთვნოდა. შემოსავლების რაოდენობით მიმდინარე წელს ტიკ-ტოკმა იუთუბსა და ნეტფლიქსსაც გაუსწრო.

სპეციალისტების აზრით აპლიკაციას კიდევ უფრო ნათელი მომავალი და დიდი წარმატებები წინ აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლატფორმის მსგავსი ელემენტები საკუთარ შიდა სივრცეებში იუთუბმა, ინსტაგრამმა და სნეპჩეთმაც შეიტანეს, კონკურენცია კიდევ უფრო მწვავე და ძლიერი უნდა გახდეს. ტიკ=ტოკის დაბლოკვის საფრთხის წინაშე აშშ-ს მოსახლეობაც იდგა, თუმცა საბოლოოდ ეს პრობლემა მოგვარდა და მომხმარებლებს აპლიკაციაზე წვომდა ჩვეულებრივად აქვთ, განსხვავებით ინდოეთისა, სადაც ტიკ-ტოკი დაიბლოკა და კომპანიამ საკმაოდ დიდი ბაზარი დაკარგა.

სამეფო კლუბისა და პოტენციური მომავალ სპონსორს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში საქმე ნამდვილად რეკორდულ ბიზნეს გარიგებასთან გვექნება

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *