3 სანტიმეტრი ცხოვრებას ცვლის…

ბელგიის ნაკრების მარჯვენა მცველ ტიმოთი კასტანი ბეწვზე გადარჩა… როგორც იცით, კასტანმა ბელგია-რუსეთის მატჩის პირველ ტაიმში თვალი დაიზიანა და შესაცვლელი გახდა. მისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, თუმცა რუს კუზიაევთან შეჯახებისას 3 სანტიმეტრით ზემოთ რომ მიეღო დარტყმა, კარიერის  დასრულება მოუწევდა. მეტიც, შეიძლებოდა  მხედველობის სერიოზული პრობლემები შექმნოდა.

 

კასტანს სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია. თვალის ბუდესთან ძვლის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინეს. ოპერაციამ 6 საათს გასტანა! არადა, ზოგადად ასეთ ოპერაციებს 2-4 საათი უნდებიან, მაგრამ ამჯერად გართულდა.

 

კასტანი დაახლოებით 6 კვირაში დაიწყებს ვარჯიშს. ბელგიელი ინგლისური ლესტერის ფეხბურთელია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *