მილანი ტეო ერნანდესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კლუბი მზადაა, ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება 2026 წლამდე გაუფორმოს და წელიწადში 4,5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მილანში დარწმუნებულნი არიან, რომ შეთანხმებას აუცილებლად მიაღწევენ. ტეოს ამჟამინდელი კონტრაქტი ძალაში 2024 წლამდეა, წლიურად კი 1,5 მილიონ ევროს იღებს.