სირცხვილი ევროპაში, ანუ საქართველო – ჯუჯების ამხანაგი

ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი საკლუბო სირცხვილი. სულ ერთი თვეა რაც ევროპაში 2022-2023 წლების საკლუბო ევროსეზონი დაიწყო, ჩვენებისთვის კი უკვე დამთავრდა. შემოდგომას ვინღა ჩივის, საქართველოში ევრომატჩები აგვისტოშიც სანატრელი გახდა.

თავად შეაფასეთ: იმ გუნდებიდან, რომლებმაც წლეულს ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა ივლისში დაიწყეს, გათამაშება მხოლოდ შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაამთავრეს და ერთი მათგანი გამოიცანით რომელია? დიახ, საქართველო… ჩემპიონი ბათუმი, მეორეადგილოსანი თბილისის დინამო და მესამეადგილოსანი გორი დილა და თასის მფლობელი საბურთალო ევროთასებისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშნენ… ახ, უკაცრავად, ბრძოლას გამოეთიშნენო, ნამეტანი მომივიდა… რომელმა ჩვენმა კლუბმა რომელი ქვეყნის გუნდთან წააგო, აღარ მოვყვეთ, თორემ საფეხბურთო კონტექსტში ესტონეთსა და ფინეთს რომ ახსენებ, ენაზე კარგი არაფერი მოგადგება.

No description available.

ანდორა, გიბრალტარი, მონტენეგრო, უელსი, სან-მარინო, ალბანეთი – აი, ამ ქვეყნების მარაქაში გაერია საფეხბურთო საქართველო.

უეფა 55 საფეხბურთო ასოციაციას აერთიანებს. და როგორ ფიქრობთ საკლუბო რეიტინგით საქართველო რომელ ადგილზე დგას? ქართული საკლუბო ფეხბურთი მხოლოდ მაკედონიაზე, ლიხტენშტაინზე, უელსზე, გიბრალტარზე, ისლანდიაზე, მონტენეგროზე, ანდორასა და სან-მარინო უკეთესი ყოფილა. ანუ საქართველო 47 ადგილზეა, ოღონდ სადღეისო მონაცემებით, წლევანდელი შედეგი ჯერ შეჯამებული არ არის. საინტერესოა, რომ რეიტინგში ჩვენს უკან მყოფი ქვეყნებიდან ლიხტენშტეინში ჩემპიონატი საერთოდ არ ტარდება. ამ ქვეყნის „ვადუცი“ შვეიცარიის მეორე ლიგაში გამოდის. გიბრალტარში, ანდორასა, სან-მარინოში კი ბურთს მხოლოდ სამოყვარულო დონეზე აგორებენ.

კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი: ევროპის საკლუბო რეიტინგში ქართული კლუბებიდან საუკეთესო შედეგი თბილისის დინამოს აქვს – 192. შემდეგ მოდიან ქუთაისის ტორპედო (300) და ბათუმი (317). ახლა კი აბა, გაიხსენეთ, რომელ კლუბთან დამარცხდა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი? პაიდესთან, გუნდთან რომლის სახელწოდებაც ფეხბურთში ღრმად ჩახედულის გარდა აქამდე, ალბათ, არავის სმენოდა… სამაგიეროდ, ახლა ვიცით… ახლა ვიცით კუუპიოც… უკეთ ვისწავლეთ ოდესღაც ევროპის თასების მფლობელთა თასის მომგები სლოვანი და ლეხი, საიდანაც 12 წლის წინ დორტმუნდში გაიყიდა რობერტ ლევანდოვსკი…

რაღა დაგვრჩენია, მადლობა გაკვეთილებისთვის, თქვენ ასახელეთ საქართველო!

შეიძლება იყოს 6 ადამიანი და მდგომარე ადამიანები-(ი)ს გამოსახულება

 

Leave a comment

Your email address will not be published.