33-ე… საინტერესო ციფრები, ატლანტიდან დღემდე

დასრულდა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ყველა მედალი გათამაშდა… 176 ქვეყანა მონაწილეობდა და საქართველო 33-ე ადგილზე გავიდა! სულ 86-მა ქვეყანამ აიღო მინიმუმ ერთი მედალი.

საქართველო 8 მედლითაა. ორი ლაშას ჩემპიონობა: ბექაურისა და ტალახაძის… კიდევ, ვერცხლი მოიპოვეს ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, გურამ თუშიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაო კი – ანტონ პლესნოიმ.

საინტერესოა, რომ პოსტსაბჭოეთიდან საქართველოს მხოლოდ ორმა ქვეყანამ გაუსწრო: რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა და უზბეკეთმა. ისიც, უზბეკები მხოლოდ ოქროებით გავიდნენ ოდნავ წინ (3 ოქრო, 2 ბრინჯაო).

უკრაინას ჰქონდა ცუდი შედეგი… 1 ოქრო, 6 ვერცხლი, 12 ბრინჯაო. მხოლოდ 1 ოქრო ძალიან ცოტაა ამხელა ქვეყნისთვის.

საქართველომ საერთო ჯამში ბევრ ძლიერ სპორტულ ქვეყანას გაუსწრო: უკრაინის გარდა, თურქეთს, საბერძნეთს, რუმინეთს, ავსტრიას, არგენტინას, ყაზახეთს, მექსიკას… მაგალითად, არგენტინა ოქროს გარეშე დარჩა: 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

ასევე, ვერც აზერბაიჯანმა და სომხეთმა მოიგეს ოქრო…

საუკეთესო ათეული. საინტერესოა, რომ ბოლო დღეს ამერიკელებმა აჯობეს ჩინეთს და ერთი ოქროთი გაუსწრეს.

აშშ (39 ოქრო, 41 ვერცხლი, 33 ბრინჯაო) – 119

ჩინეთი (38 – 32 – 18) – 88

იაპონია (27 – 14 – 17) – 58

დიდი ბრიტანეთი (22 – 21 – 22) – 65

რუსეთის ოლ.კომ (20 – 28 – 23) – 71

ავსტრალია (17 – 7 – 22) – 46

ნიდერლანდები (10 – 12 – 14) – 36

საფრანგეთი (10 – 12 – 11) – 33

გერმანია (10 – 11 – 16) – 37

იტალია (10 – 10 – 20) – 40

 

რაოდენობას თუ ავიღებთ, დამოუკიდებლობის პერიოდში, ატლანტის ოლიმპიადიდან (1996) დაწყებული, ეს საქართველოს საუკეთესო შედეგია, მაგრამ ხარისხით – არა. 2008 წელს პეკინში 3 ოქრო მოიპოვეს.

სულ, დამოუკიდებლობის პერიოდში 10 ოქრო გვაქვს და 9 ჩემპიონი გვყავს (ტალახაძემ ორჯერ მოიგო). ჩამოვთვალოთ:

 

2004 – ზურაბ ზვიადაური (ძიუდო), გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)

2008 – ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), რევაზ მინდორაშვილი (თავისიფალი ჭიდაობა), მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

2012 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)

2016 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)

2020 – ლაშა ბექაური (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)

მთლიანობაში, 1996 წლიდან დღემდე მედლების მიხედვით საქართველოს ასეთი სტატისტიკა აქვს: 10 ოქრო, 12 ვერცხლი, 18 ბრინჯაო. სულ 40 მედალი.

ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველია, რომელმაც კომპლექტი შეავსო: ოქროც აქვს, ვერცხლიც და ბრინჯაოც. არადა, არცთუ შორის იყო მეორე ოქროსგან – იაპონელ ონოსთან დრამატულად წააგო…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *