33 ორმაგი შეცდომა 1 მატჩში

18 წლის კოკო გოფი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ტორონტოს მასტერსზე. ტურნირის მესამე წრეში ამერიკელმა თინეიჯერმა 7:5 4:6 7:6 სძლია მსოფლიოს მეექვსე ჩოგან არინა საბალენკას და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

null

პირველი სეტის 10 გეიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – ორივე ჩოგბურთელი წარმატებით ინარჩუნებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე.მე-11 გეიმში კოკომ ისარგებლა მეტოქის უხეში შეცდომებით, პირველივე შანსი გამოიყენა და ბრეიკი შეასრულა 6:5.

მომდევნო გეიმში ამჯერად ბელორუს ჩოგბურთელს ქონდა ორმაგი ბრეიკპოინტი, თუმცა გოფმა “გაუძლო” ამ გამოცდას და სეტი გამარჯვებით დახურა 7:5.

მეორე პარტიის სტარტზე ამერიკელმა იდეალური ჩოგბურთის დემონსტირება მოახდინა – ზედიზედ ორჯერ მოიგო არინას ჩაწოდება და ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა 3:0.

თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა არა… საბალენკა მეტოქეს ესე მარტივად არ დანებდა – ბელორუსმა ჩოგბურთელმა მომდევნო 7 გეიმიდან 6 მოიგო და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1-1 (5:7 6:4).

მესამე, გადამწყვეტ სეტში ჯერ არინამ მოიგო 3 გეიმი, რასაც გოფის მხრიდან ანგარიშის გათანაბრება მოყვა 3:3. მატჩის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად მაინც კოკო გამოიყურებოდა. ამერიკელმა თინეიჯერმა “საჩოგბურთო ლატარეა” 7:4 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

მატჩის მიმდინარეობისას ორივე ჩოგბურთელმა ჯამში 33 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც ტურნირის ანტირეკორდია(საბალენკა 18, გოფი 15).

არინამ ზედიზედ 4 მატჩში დაუშვა 15 ან მეტი ორმაგი შეცდომა (18, 16, 20, 23).

მიმდინარე სეზონში ბელორუს ჩოგბურთელს უკვე 310 ორმაგი შეცდომა აქვს დაშვებული.

გაუფმა 2022 წლის საჩოგბურთო სეზონში მესამედ დაამარცხა ტოპ 10-ის წარმომადგენელი, კარიერაში კი მეშვიდედ.

null

კოკომ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო გადამწყვეტი სეტის ტაიბრეიკზე.

18 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს.

ტორონტოს მასტერსის 1/4 ფინალში გოფი სიმონა ჰალეპს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published.