NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ფინიქსმა” საკუთარ არენაზე უმასპინძლა “ნიუ ორლეანს” და მძიმე ბრძოლაში 118-114 მოუგო. მეორე ტაიმის მიმდინარეობისას “სანზი” 22 ქულიანი სხვაობით ჩამორჩა მეტოქეს, თუმცა “ქამბექის” შესრულება შეძლო.
მატჩის გმირი მასპინძელთა ლიდერი – დევინ ბუკერი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა, ჩაუგდო რა მეტოქეს 58 ქულა.
“ბუკმა” თამაშიდან 35 ბურთი ესროლა, საიდანაც მიზანს 21-მა მიაღწია. იგი 50%-იანი სიზუსტით უტევდა პერიმეტრიდან (12-დან 6). ხოლო 15 საჯარიმოდან 10-ის გამოყენება შეძლო.
დევინის ანგარიშზე ასევე გახლდათ 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა.
ბუკერმა მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ გადააბიჯა 50 ქულიან ზღვარს – 30 ნოემბერს მან 51 ქულა ჩაუგდო “ჩიკაგო ბულზს”(ითამაშა მხოლოდ 3 მეოთხედი).
დევინის პირადი რეკორდი 70 ქულაა, რომელიც მან 2017 წელს დაამყარა “ბოსტონის” წინააღმდეგ. დღეს მოპოვებული 58 ქულა მის კარიერაში რიგით მესამე საუკეთესო შედეგია(2019 წელს “იუტას” ჩაუგდო 59 ქულა).
“ფინიქსმა” მიმდინარე თვის დასაწყისში ზედიზედ 2 მატჩი წააგო “პელიკანზთან”, ახლა კი მონტი უილიამსის გაწვრთნილმა გუნდმა რევანში აუღ პრინციპულ მეტოქეს.