4 თამაშში 7 გოლი – “რეკორდებზე არ ვფიქრობ”

მიუნხენის ბაიერნმა რეკორდმაისტერის რეჟიმში ითამაშა და ბერლინის ჰერტას 5 უპასუხო გოლი გაუტანა. ბავარიელთა ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ჰეთ-თრიქი შემოგვთავაზა. მატჩის შემდეგ, პოლონელმა ეს თქვა

 

“დღეს თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით და ბევრი გოლი გავიტანეთ. მოედანზე ყოვლეთვის დამშეული გამოვდივარ და ფიზიკურ ფორმას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ვფიქრობ, დღეს უკეთეს ფორმაში ვარ, ვიდრე 3 წლის წინ ვიყავი.

 

რეკორდებზე არ ვფიქრობ, მხოლოდ შემდეგ მატჩზე და იქ ჩემი როლის კარგად შესრულებაზე”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *